Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის ჩაკეტილ წრეში


ავტორი: ანა მოსაშვილი

10 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის მორიგი ომი დასრულდა და რუსმა სამშვიდობოებმა მინიმუნ 5 წლით რეგიონში ვითარების კონტროლი ხელში აიღეს. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? რეგიონისთვის? ამჟამად, ამაზე ახლა ცალსახა პასუხები არ არსებობს. ცხადია, მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას არ უნდა ჩამოვრჩეთ და ცვლილებებსაც მომზადებული უნდა დავხვდეთ. თუმცა, რთულად წარმოსადგენია, როგორ გავუმკ;ავდებით ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, მაშინ როდესაც, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა,ხოლო ოპოზიცია ამას არ აღიარებს და რუსთაველზე პროტესტს შეშის მიტანითაც კი გამოხატავს, რეგიონში მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ცვლილებებს თუ საფრთხეებს. წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად დაყოფა აზიანებს. გაინტერესებთ,აზერბაიჯანის წარმატების გასაღები რაში იყო ან არის? ეს ერთიანობაა, რომელმაც საბოლოოდ, ეს ერი სასურველ შედეგამდე მიიყვანა. თუმცა,საკითხავი და საინტერესოა, რომ ამ შედეგმა, მომავალში ფერი არ „იცვალოს“.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის შესრულება. კრემლის შუამავლობით დადებული შეთანხმების შედეგად კი,აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება,სატრანსპორტო გზის საშუალებით კი პირდაპირ თურქეთს და ეკონომიკური ბლოკადებიც იხსნება. რათქმაუნდა, ეს რამდენიმე წლის პერსპექტივაა, მაგრამ ამ მხრივ მუშაობა უნდა გააქტიურდეს და საქართველომ საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფასი მაქსიმალურად უნდა გაზარდოს.

ვინაიდან, სამხრეთ კავკასიისთვის ტერიტორიული და ეთნო კონფლიქტები უცხო არაა, აშკარაა, რომ ამ რეგიონში მშვიდობა ყველაზე ძვირად ფასობს და ამავე დროს სტაბილურობის მიღწევა იყო და არის ყველაზე რთული ამოცანა, რომელსაც წარმატებით თავი ჯერ ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გაართვა.

საგულისხმოა, რომ სამმხრივად მიღწეულ დოკუმენტში, თურქეთის, როგორც კიდევ ერთი შუამავლის როლზე საუბარი არაა, სამაგიეროდ,აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქი სამშვიდობოებიც იქნებიან რეგიონში წარმოდგენილნი. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა და კრემლმაც ეს ინფორმაცია უკვე უარყო. ანკარამ კი არც დაადასტურა. ეს ყოველივე კი იმის მანიშნებელია, რომ ყველაზე მეტად კვლავ კრემლი იგებს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს კვლავ ჩაკეტილ წრეში თავის ნებაზე „ათამაშებს“, განვითარების და ლავირების საშუალებას არ აძლევს და მცირე ურჩობის შემთხვევაშიც მკაცრად სჯის. საქართველოს და სომხეთის მაგალითებიც ამას კარგად მოწმობს.

მიმდინარე, მოვლენების გათვალისწინებით არაა გამორიცხული ცხინვალში რუსეთთან მიერთების მხარდამჭერი აქტიური პოლიტიკა კვლავ გააქტიურდეს. თბილისს, ამ შემთხვევაშიც მართებს მზაობა და საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება.

ფაქტი კი ერთია, რომ ამ დაქსაქსულობით წარმატებას ვერც საშინაო და მითუმეტესს ვერც, საგარეო ასპარეზზე ვერ მივაღწევთ. დროა, დავასრულოთ მუდმივად ერთ ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და დაუმთავრებელი რეფორმები, რომლებსაც დიდი ხანია ბევრ სფეროში დასასრული არ უჩანთ.

დროა და საკმარისია, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ახალ წელს სადღეგრძელოდ გვახსოვდეს და ამ მხრივ რეალური დიპლომატია არ ვაწარმოოთ.

დროა, რომ ჩვენი პარტნიორების ნდობა, პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა კითხვის ქვეშ დავაყენოთ.

ყარაბაღის ომის ამ სცენარის დასრულების შემდეგ საქართველოს უბრალოდ აღარ აქვს ფუფუნება,მეტი პოლიტიკური შეცდომა დაუშვას. დასავლეთში კარგად იციან, რომ სინამდვილეში მოგებული კვლავ კრემლია ამ ვითარებაში და რუსული სცენარიც სამხრეთ კავკასიის ჩაკეტილ წრეში ყველაზე კარგად ვითარდება,ფართო არეალს იძენს და უანგაროდ სარგებელი, რომელიმე ქვეყნისთვის, თუნდაც დროებით არასდროს არ მოაქვს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG