Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3824 ახალი შემთხვევა: კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა


გასული დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კოვონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 100 684-ს მიაღიწია.

ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1 247 შემთხვევა,
  • აჭარაში - 742,
  • იმერეთში - 609,
  • ქვემო ქართლში - 214,
  • შიდა ქართლში - 197,
  • გურიაში - 157,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319,
  • კახეთში - 150,
  • მცხეთა-მთიანეთში - 96,
  • სამცხე-ჯავახეთში - 63,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა 33 ადამიანი, სულ - 927. გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ჯამში - 81 783.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948, საიდანაც:

  • 5 976 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს,
  • 308 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება,
  • 3 445 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული,
  • 8 527 ადამიანი საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG