22 ნოემბრიდან, ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ მოქმედებს.
კვლავ აკრძალულია პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე მათი საჯარო სივრცეში ყოფნა.
ეს წესი მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.
21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ეს შეზღუდვა 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე გამონაკლისის სახით გაუქმებული იყო.
დაწერეთ კომენტარი