Accessibility links

site logo site logo

ავღანეთი მოელის, რომ დონორთა კონფერენციაზე მას მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დახმარებას


ავღანეთი მოელის, რომ მას მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დახმარებას ამ კვირაში დანიშნულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ფონია მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკებები და COVID-19-ის პანდემია, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

70 ქვეყნის წარმომადგენლები და ჰუმანიტარული სფეროს მესვეურები 23 და 24 ნოემბერს უნდა შეიკრიბონ ჟენევაში, ვირტუალურ კონფერენციაზე, რომელზეც გამოიკვეთება განვითარების და დაფინანსების მიზნები 2021-2024 წლებისთვის.

კონფერენციის ფონია შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის, რომელიც ყატარში იმართებოდა, ავღანეთში კვლავ ხშირი ძალადობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, იანვრის შუა პერიოდისთვის შეამციროს აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა ავღანეთში.

ავღანეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოეთის დახმარებაზე, თუმცა დიპლომატებმა სააგენტო როიტერსს უთხრეს, რომ ქაბულს ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირდება, იმ პერიოდში, როცა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკა წელს სულ მცირე 5,5 პროცენტით შეიკვეცება პანდემიის შედეგების გამო.

გავრცელებული ვარაუდით, უცხოელი დიპლომატები ასევე შემოიღებენ უფრო მკაცრ პირობებს კორუფციასთან, ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ რეფორმებთან მიმართებით.

წინა კონფერენციაზე, რომელიც 2016 წელს ბრიუსელში გაიმართა, დონორები 2017-2020 წლების პერიოდისთვის 15,2 მილიარდ დოლარს ჩამოვიდნენ - რაც წელიწადში 3,8 მილიარდ დოლარს უდრიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG