Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებას „ინფიცირებულ კბილს“ უწოდებს


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესახებ საუბრისას, მას „ინფიცირებული კბილი“ უწოდა.

„ამ სიტუაციაში, ახლა ყველა მხრიდან მასზე [ბიძინა ივანიშვილზე] შეტევა, ყველა მხრიდან ამ დამპალი, ინფიცირებული კბილის რყევა, რაღაც მომენტში აუცილებლად მოტყდება და ამოვა. აუცილებლად მოტყდება, ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში, ორ თვეში. შანსი არ არის, რომ არ ამოტყდეს. არაფრის კეთება საერთოდ არ არის ვარიანტი“, - აღნიშნავს სააკაშვილი და აგრძელებს, - „ყოველი დღე, როდესაც ეს დამპალი, ინფიცირებული კბილი არის ჩვენს პირის ღრუში, ყოველდღე შეიძლება, სისხლი მოგვეწამლოს. ამ კბილის რყევა, ყველა მხრიდან ამ კბილზე ჯაჯგური, რომ ის ამოვარდეს, მოგვიწევს. თითოეული ჩვენგანის წმინდა ვალია. ჩემი, თქვენი, ყველასი. საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა. პარლამენტი, რომელშიც ის აპირებს შესვლას, არ იქნება პარლამენტი, გინდა 50-მა უცხოელმა გითხრას...“

საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად არჩევნების გაყალბებაში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG