Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UNHCR-ი: მსოფლიომ არ უნდა მიატოვოს ავღანეთი


ავღანელი ლტოლვილები პაკისტანში, 2020 წლის 19 ივლისი
ავღანელი ლტოლვილები პაკისტანში, 2020 წლის 19 ივლისი

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააგრძელოს ავღანეთის დახმარება და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება "კატასტროფული შედეგების" საფრთხე.

23 ნოემბერს ჟენევაში, დონორთა ორდღიანი კონფერენციის დასაწყისში გამოსვლისას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ეს მოწოდება გამოთქვა ვიზიტის შემდეგ ავღანეთში, რომელშიც მწვავე პრობლემებად რჩება ძალადობა და კორუფცია, ისევე, როგორც აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომ ამცირებს თავისი სამხედროების რაოდენობას ამ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში.

ავღანეთი მოელის, რომ მას მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დახმარებას ამ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის ფონია მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკებები და COVID-19-ის პანდემია, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

გრანდის თქმით, მილიონობით ავღანელის მომავალი დამოკიდებულია ავღანეთის მთავრობას და თალიბანს შორის ყატარში მიმდინარე მიმდინარე მოლაპარაკების შედეგზე, ისევე, როგორც მსოფლიოს ძალისხმევაზე დაეხმაროს ქვეყანას განვითარებაში. "რომელიმე ფრონტზე მარცხი მოიტანს ავღანეთის უკანსვლას კატასტროფული შედეგებით, მათ შორის ლტოლვილების სამომავლო, შესაძლო მასშტაბური ტალღით" - ამბობს გრანდი თავის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG