Accessibility links

logo-print logo-print

უნგრეთი გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, მას შემდეგ, რაც უნგრეთი გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც გასულ კვირაში ვაქცინა Sputnik V-ის ნიმუშები მიიღო.

სიიარტომ 23 ნოემბერს პარლამენტს უთხრა, რომ უნგრეთში უსაფრთხოების და ეფექტიანობის კუთხით გამოცდიან მედიკამენტის პირველ 10 დოზას. ამ წამალს ვლადიმირ პუტინმა აგვისტოში უწოდა მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ.

სიიარტომ გასულ კვირაში თქვა, რომ უნგრეთის და რუსეთის ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაქცინის უნგრეთში წარმოების შესაძლებლობაზე.

რუსეთში ვაქცინა Sputnik V-ი უკვე გაუკეთეს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დასრულებული მედიკამენტის კლინიკური გამოცდის ბოლო ფაზები. მედიკამენტი არ შეუფასებია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, რომელიც ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს.

სიიარტოს თქმით, ევროკავშირის წევრი უნგრეთი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას ვაქცინის სამ მაწარმოებელ კომპანიასთან ჩინეთში, და მან ჩინური ანტივირუსული მედიკამენტის 2,8 მილიონი დოზა შეიძინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG