Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ენმ - „ძალა ერთობაშია“ სიის განულებას აპირებს


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში საარჩევნო ბლოკი ენმ - „ძალა ერთობაშია“ აპირებს საარჩევნო სია გაანულოს. დეპუტატის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები დატოვებენ მანდატს, არამედ მათ ვერ ეყოლებათ ადგილმონაცვლეები.

„ეს მოლაპარაკებებიც ხელისუფლებისთვის არის ფარსი. ისინი რეალურად არც ამ მოლაპარაკებების გზით არ ცდილობენ რაიმე გამოსავლის მოძებნას ჩიხიდან.

რაც შეეხება თვითონ პროცედურას, თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ (ყველა ის დეპუტატი, ვინც პარლამენტში ვართ გასულები) არა მხოლოდ ვიტყვით უარს პარლამენტში შესვლაზე (განცხადების საფუძველზე), არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ სია აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს სიაში შემდეგი პოტენციური დეპუტატი. პროცედურა დეტალურად არ ვიცი, მაგრამ არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად განულდეს“, - თქვა სამადაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ცესკო-მ პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომელი პარტიის რამდენი კანდიდატი მოხვდება მეათე მოწვევის პარლამენტში.

ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს 36 ​არჩეული დეპუტატი ჰყავს.

  1. ბუბა კიკაბიძე;
  2. გრიგოლ ვაშაძე;
  3. ნიკა მელია;
  4. ხატია დეკანოიძე;
  5. კობა ნაყოფია;
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე;
  8. სალომე სამადაშვილი;
  9. ზაალ უდუმაშვილი;
  10. ხათუნა სამნიძე;
  11. რომან გოცირიძე;
  12. თემურ ჯანაშია;
  13. ნატო ჩხეიძე;
  14. რამაზ ნიკოლაიშვილი;
  15. კახაბერ ოქრიაშვილი;
  16. გუბაზ სანიკიძე;
  17. აბდულა ისმაილოვი;
  18. ცეზარ ჩოჩელი;
  19. თამარ კორძაია;
  20. სულხან სიბაშვილი;
  21. გიორგი გოდაბრელიძე;
  22. დავით ხაჯიშვილი;
  23. დილარ ხაბულიანი;
  24. თინათინ ბოკუჩავა;
  25. როსტომ ჩხეიძე;
  26. დავით კირკიტაძე;
  27. გიორგი ბოტკოველი;
  28. ეკატერინე ხერხეულიძე;
  29. მანუჩარ კვირკელია;
  30. ნიკა მაჭუტაძე;
  31. აკაკი მინაშვილი;
  32. ნონა მამულაშვილი;
  33. ლევან ბეჟაშვილი;
  34. ბაჩუკი ქარდავა;
  35. ლევან ხაბეიშვილი;
  36. ანა წითლიძე.

საქართველოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად არჩევნების გაყალბებაში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG