Accessibility links

site logo site logo

ჩინეთმა მთვარეზე გაუშვა თავის ისტორიაში პირველი კოსმოსური ხომალდი


ჩინეთმა მთვარეზე გაუშვა კოსმოსური ხომალდი. უპილოტო სადგური, „ჩანე-5“ წარმატებით მოშორდა რაკეტმზიდს და დედამიწის ორბიტაზე გავიდა. დაგეგმილია, რომ სადგური მთვარეზე უნდა დაჯდეს 29 ნოემბერს.

ისტორიაში ეს პირველი ჩინური კოსმოსური ხომალდია, რომელიც მთვარეზე გაფრინდა.

ორი კვირის განმავლობაში, რაც მთვარის ერთ დღე-ღამეს წარმოადგენს, „ჩანე-5“-მა უნდა შეაგროვოს მთვარის გრუნტი. სადგური იმუშავებს მთვარის უდიდესი ზღვის, „ქარიშხლების ოკეანის“ ტერიტორიაზე, რომელიც მთვარის სხვა ზღვების მსგავსად, წარმოადგენს ვაკეს, რომელიც გაქვავებული ბაზალტის ლავით არის გავსებული. „ქარიშხლების ოკეანე“ მთვარის ხილულ მხარეს მდებარეობს და დღემდე არ არის შესწავლილი.

ამის შემდეგ ავტომატური სადგური დედამიწაზე დაბრუნდება. მისიის წარმატების შემთხვევაში ჩინეთი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ გახდება მესამე ქვეყანა, რომელმაც განახორციელა მთვარის ზედაპირიდან გეოლოგიური ნიმუშების ჩამოტანა დედამიწაზე და ბოლო 44 წლის მანძილზე პირველი ქვეყანა, რომელმაც ამგვარი მისია განახორციელა.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი „ჩანე-5“-ის მისიის შედეგებს გაუზიარებს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG