Accessibility links

site logo site logo

მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქებამ აზერბაიჯანელი ოფიცერი იმსხვერპლა, დაშავდნენ რუსი ოფიცერი და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები


მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა. 23 ნოემბრის ინციდენტის დროს დაშავდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარის წარმომადგენელი ოფიცერი და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები.

ერთობლივი ჯგუფი, რომელშიც შედიან რუსეთის იქ განთავსებული სამშვიდობო ჯარის წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი სამხედროები, ასევე ყარაბაღის დე ფაქტო საგანგებო ვითარებათა უწყების და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები, აწარმოებდნენ დაღუპულთა გვამების ძებნას თართარის რაიონში. ნაღმი სოფელ მადაღიზთან აფეთქდა.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობა მოჰყავს, ერთობლივი ძებნის და გადაცემის ჯგუფი უკვე ერთ კვირაზე მეტია მუშაობს. მიგნებულ გვამებს ისინი მხარეებს გადასცემენ დასასაფლავებლად.

სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს მომხდარი არ დაუდასტურებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG