Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში გაიხსნა აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა, ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურა


ამერიკელი და პოლონელი ჯარისკაცები, 2020 წლის აგვისტო
ამერიკელი და პოლონელი ჯარისკაცები, 2020 წლის აგვისტო

პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების გაზრდას დაახლოებით 5500 კაცამდე.


ამის შესახებ იუწყებიან Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“ ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.



„მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებენ“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა.



200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში.


დაწინაურებული სარდლობა კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის თანამშრომლობასა და სინქრონულ მოქმედებას.


ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რატიფიკაცია გაუკეთა აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG