Accessibility links

logo-print logo-print

დონორები ავღანეთს 12 მილიარდ დოლარს დაჰპირდნენ 2021-2024 წლებში, გამკაცრებული პირობებით


ავღანელი ბავშვები ქაბულში, 2020 წლის ნოემბერი

საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთს განვითარებისთვის 3 მილიარდ დოლარს დაჰპირდა 2021 წლისთვის, საერთო ჯამში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კი, 12 მილიარდ დოლარს - თუმცა გააფრთხილა, რომ დახმარების მიღების პირობაა ადამიანის უფლებების დაცვა ამ ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში, იმ ფონზე, როცა თალიბანთან მოლაპარაკება ჩიხშია შესული.

დაპირება გაკეთდა დონორთა კონფერენციაზე, რომლის მასპინძელიც ჟენევა იყო და რომელიც ვირტუალურად გაიმართა. კონფერენციის დროს ავღანეთის ცენტრში მოხდა ორი თავდასხმა, რომლებსაც სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა.

დახმარებისთვის დაპირებული თანხა ნაკლებია 2016 წელს ბრიუსელში ჩატარებულ მსგავს დონორთა კონფერენციაზე გამოყოფილ თანხაზე, რომელმაც მაშინ 15,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

წელს ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 66 ქვეყნის და 32 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც "ძლიერი მხარდაჭერა" გამოუცხადეს "პერმანენტულ და ყოვლისმომცველ მშვიდობას", - აცხადებს ფინეთი, შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG