Accessibility links

logo-print logo-print

ანგელა მერკელის რეზიდენციის ჭიშკარს ავტომანქანა შეეჯახა


ბერლინში, 25 ნოემბრის დილით, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეზიდენციის ჭიშკარს შეეტაკა მანქანა, რომელზეც იყო წარწერები, „შეწყდეს გლობალიზაციის პოლიტიკა!“ და „მოხუცების და ბავშვების წყეულო მკვლელებო!“.

ბერლინის პოლიცია 25 ნოემბერს ტვიტერით წერს, რომ არკვევს, შეეტაკა თუ არა მძღოლი ჭიშკარს განზრახ. "ის დავაკავეთ", იტყობინება პოლიცია.

არ არის ცნობილი, იმყოფებოდა თუ არა მერკელი შენობაში.

ოთხშაბათს მერკელს დაგეგმილი ჰქონდა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ გერმანიის მხარეების მთავრობების მეთაურებს. მათ უნდა განეხილათ კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომების თემა.

Dpa-ს რეპორტიორის თანახმად, ერთ დაშავებული პირს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

რეზიდენციის ლითონის ჭიშკარი და ავტომანქანა მსუბუქად დაზიანდა.

გერმანიის ხელისუფლებამ 18 ნოემბერს მიიღო ინფექციური დაავადებებისგან დაცვის კანონში შესწორებები. მთავრობა ამტკიცებს, რომ ცვლილება საშუალებას იძლევა, ცხადად განისაზღვროს პირობები, რომელშიც უნდა დააწესონ შეზღუდვები პანდემიის მორიგი აფეთქების დროს. ადრე ზომებს ბუნდესტაგი იღებდა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან თანხმობით პარლამენტის მონაწილეობის გარეშე. შესწორებებს მასობრივი პროტესტი მოჰყვა ბერლინში. მთავრობა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ამ დოკუმენტით ფართოვდება გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება და იზღუდება მოქალაქეთა უფლებები.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები მოელიან, რომ მთავრობამ შეიძლება დააწესოს სავალდებულო აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ. მთავრობა ამ შესაძლებლობას უარყოფს და აცხადებს, რომ აცრა შესაძლებელი იქნება გაიკეთოს ყველამ, სამედიცინო დაზღვევის მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG