Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე თბილისში კლების ტენდენცია გრძელდება


თბილისში კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია ბოლო სამი დღეა გრძელდება. თბილისში დღესაც იკლო ინფიცირების მაჩვენებელმა მაშინ, როცა საქართველოში გასული ორ დღესთან შედარებით ვირუსი უფრო მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამ ფონზე იზრდება იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა.

ბოლო 4 დღის განმავლობაში საქართველოსა და თბილისში გამოვლენილი შემთხვევები:

  • 23 ნოემბერი: საქართველო - 3 958; თბილისი - 2 157;
  • 24 ნოემბერი: საქართველო 3 128; თბილისი - 1 504;
  • 25 ნოემბერი: საქართველო 3 071; თბილისი - 1 314;
  • 26 ნოემბერი: საქართველო 3 801; თბილისი - 1 293.

დღეს რეგიონებში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა:

  • აჭარა - 475;
  • იმერეთი - 793;
  • ქვემო ქართლი - 270;
  • შიდა ქართლი - 232;
  • გურია - 80;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371;
  • კახეთი - 129;
  • მცხეთა-მთიანეთი - 70;
  • სამცხე-ჯავახეთი - 62;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG