Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პარლამენტი გამოდის მოწოდებით საფრანგეთი გამოეთიშოს მთიანი ყარაბაღის შუამავლებს


26 ნოემბერს აზერბაიჯანში კანონმდებლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ საფრანგეთი გამოეთიშოს მინსკის ჯგუფს, რომელიც შუამავალია მთიანი ყარაბაღის საკითხზე უთანხმოებაში - მას შემდეგ, რაც საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა სეპარატისტული რეგიონის განაცხადს დამოუკიდებლობაზე.

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 25 ნოემბერს მიიღო არასავალდებულო ძალის რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთს მოუწოდებს მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. ამ ნაბიჯს მიმდინარე თვეში წინ უძღოდა სომხეთის თანხმობა მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის გარშემო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა.

საფრანგეთი, რუსეთთან და აშშ-სთან ერთად, თანათავმჯდომარეა მინსკის ჯგუფისა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს რეგიონის შესახებ, თუმცა ვერ შესძლო მდგრადი შეთანხმების მიღწევა.

საფრანგეთის სენატორების რეზოლუცია მთავრობას მოუწოდებს "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამის პასუხად, აზერბაიჯანის პარლამენტარებმა 26 ნოემბერს მიმართეს ეუთოს - რომელიც მინსკის ჯგუფის ხელმძღვანელია - და მოუწოდეს საფრანგეთს მოუხსნას თანათავმჯდომარის ფუნქცია. პარლამენტარები მთავრობას ასევე მოუწოდებენ გადასინჯოს "პოლიტიკური... და ეკონომიკური კავშირები" საფრანგეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG