Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ისრაელს ადანაშაულებს "ტერორისტულ თავდასხმაში", რომელმაც ბირთვული მკვლევარი იმსხვერპლა


ირანელი ბირთვული მკევლევარი, მოჰსენ ფახრიზადე, 2019 წლის იანვარი
ირანელი ბირთვული მკევლევარი, მოჰსენ ფახრიზადე, 2019 წლის იანვარი

ირანის მაღალი რანგის ბირთვული მკვლევარი, მოჰსენ ფახრიზადე მოკლეს თეირანის მახლობლად "შეიარაღებულმა ტერორისტებმა" თავდასხმისას, რომელსაც თეირანის სიტყვებით, ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციის ნიშნები ჰქონდა. ფახრიზადე საავადმყოფოში გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობის გამო მას მერე, რაც მასზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა.

„სამწუხაროდ, მედიკოსების ჯგუფმა ვერ შესძლო მისი გადარჩენა და რამდენიმე წუთის წინ ხელმძღვანელი და მკვლევარი გახდა წამებული მრავალწლიანი მცდელობისა და ძალისხმევის შემდეგ“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ირანის მედიამ გაავრცელა.

ამ მკვლელობამ დაამტკიცა "მტრების სიძულვილის სიღრმე" ისლამური რესპუბლიკისადმი", დაწერა ტვიტერით ირანის თავდაცვის მინისტრმა, ამირ ჰათამიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ არსებობს "სერიოზული ნიშგები ისრაელის როლის შესახებ" მკვლელობაში.

ისრაელმა არ გააკეთა კომენტარი ფახრიზადეს მკვლელობის შესახებ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ერთხელ პრესკონფერენციაზე მკვლევრის გვარი ახსენა და თქვა: „დაიმახსოვრეთ ეს გვარი“.

ისრაელზე რა ხანია ეჭვია მიტანილი, რომ მან განახორციელა ირანის ბირთვული მკვლევრების მიზანდასახულ მკვლელობის სერიას ათი წლის წინ.

ირანის ნახევრადსახელმწიფო სააგენტო "ფარსი" იტყობინება, რომ თავდასხმა მოხდა აბსარდში, თეირანის აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქში. ამავე ცნობით, თვითმხილველებმა გაიგონეს აფეთქების, შემდგ კი ავტომატური იარაღის სროლის ხმა. ფარსის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ფახრიზადე.

ფახრიზადე ადრე ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ პროგრამას „ამადს“. ისრაელი და დასავლეთი თვლიან, რომ ეს პროგრამა იყო სამხედრო ოპერაცია და მისი მიზანს წარმოადგენდა ირანის ბირთვული იარაღის შექმნა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, პროგრამა „ამადი“ დასრულდა 2000-იანი წლების დასაწყისში.

თეირანი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ბუნებისაა.

სააგენტოს ექსპერტები დღესდღეობით აკონტროლებენ ირანის ბირთვულ ობიექტებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG