Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარასა და გურიას გაზის მიწოდება გვიან ღამით აღუდგება - გაზის ტრანპორტირების კომპანია


აჭარასა და გურიას 28 ნოემბრის დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის პრესამსახურში, დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და გაზის მიწოდება ორივე რეგიონს დღეს საღამოს ან გვიან ღამით აღუდგება:

„მოხდა ავარია მაგისტრალურ გაზსადენზე 500-მილიმეტრიან მონაკვეთზე. მობილიზებულია ტექნიკის მაქსიმალური რაოდენობა. მიდის ინტენსიური მუშაობა და ძალიან მალე აღდგება გაზის მიწოდება გურიასა და აჭარაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საღამოს ან გვიან ღამით გაეშვას გაზი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლევან ტორონჯაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, დილის 7 საათზე, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე, ავარია მოხდა ქობულეთის განშტოებაზე, რის შედეგადაც გაითიშა გაზის მიწოდება გურიასა და აჭარაში. დაზიანებული მონაკვეთი ნაპოვნია, თუმცა ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG