Accessibility links

logo-print logo-print

შრომის ინსპექციამ ბათუმის ფიტნესკლუბის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად შსს-ს მიმართა


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ბათუმის ერთ-ერთი ფიტნესკლუბის წინააღმდეგ, რომელიც მათ მითითებებს არ ემორჩილებოდა, საქმის აღსაძვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაცია თავად შრომის ინსპექციამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის აღძვრის შემთხვევაში კომპანიას ან დააჯარიმებს, ან საქმიანობის უფლებას ჩამოართმევს, ან გააუქმებს და დააჯარიმებს.

კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. სწორედ ამ მოტივით მიმართა შრომის ინსპექციამ შსს-ს.

მას შემდეგ, რაც კომპანია არსებული რეგულაციების წინააღმდეგ წავიდა და ის დააჯარიმეს, „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სავარჯიშო დარბაზის „სახლად“ დაქირავება გადაწყვიტა. პარტია მუდმივად ეწინააღმდეგება რეგულაციებს, რომელიც, მათი აზრით, ეკონომიკურ საქმიანობას გაუმართლებლად ზღუდავს.

ჯაფარიძე უფასოდ ეპატიჟება „თავის სახლში“ ყველას, ვისაც ვარჯიში უნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG