Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოხატაურის ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა


გუშინ, 28 ნოემბერს, საღამოს სამუშაო ადგილზე, ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, კაცი დანადგარს წმენდდა, რა დროსაც ნაწილი გამოძრავდა და მუცლის ღრუ დაუზიანა.

"იყო მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ძლიერი სისხლდენით, შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის მიღებული ტრავმა და გარდაიცვალა", - ამბობს კლინიკა "მედალფას" დირექტორი, ანტონ ხუნდაძე.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს. ამ მუხლით სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG