Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის ნაკრებთან წააგეს


ბორჯღალოსნების დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
ბორჯღალოსნების დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპი ბოლო - მეოთხე ადგილით დაასრულა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) განცდილი მარცხის შემდეგ, ირლანდიასთანაც წააგო, ანგარიშით 10:23.

დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ დღეს გამართულ შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი ლელოს გატანა შეძლეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი კვესელაძემ შეიტანა. გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დარჩა დასკვნითი პლეი ოფები, რომლებშიც საბოლოო ადგილები უნდა გათამაშდეს. „შემოდგომის ერთა თასის“ ჩემპიონის ტიტულისთვის ჯგუფების ლიდერები - ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საქართველოს ნაკრები კი მეორე ჯგუფის აუტსაიდერ ფიჯის უნდა შეხვდეს, რომელსაც მორაგბეთა კორონავირუსით დაინფიცირების გამო, ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში ტექნიკური წაგება (0:28) ჩაეთვალა.

ბორჯღალოსნების დასკვნითი შეხვედრა 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG