Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე, უნდა გადადგეს


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ნიბისმიერ ქვეყანაში გადაგებოდა მთავრობა, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა მოსკოში თანამემამულეებთან შეხვედრის დროს.

კერძო ვიზიტით სარქისიანი შაბათს გაემგზავრა მოსკოვში, რათა სომხურ დიაპორასთან ერთად ემსჯელა ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 10 ნოემბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ მან აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს უბრუნდება 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.


29 ნოემბერს მოსკოვში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიზისის გადასაჭერლად სომხეთის მთავრობა უნდა გადადგეს და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ქვეყანას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

ამ შეხვედრის ფონია სომხეთის პრეზიდენტის ორი კვირის წინანდელი მიმართვა, რომელშიც არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. მოსახლეობისადმი მიმართვისას სარქისიანმა თქვა, რომ მისი პოზიცია ეფუძნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული კონსულტაციების შედეგებს.

XS
SM
MD
LG