Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისზე მოდის. შემდეგ ადგილზეა იმერეთი.

რეგიონების მიხედვით, შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • თბილისი 1 622;
  • აჭარა - 313;
  • იმერეთი - 517;
  • ქვემო ქართლი - 187;
  • შიდა ქართლი - 82;
  • გურია - 19;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160;
  • კახეთი - 161;
  • მცხეთა-მთიანეთი - 77;
  • სამცხე-ჯავახეთი - 74;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 135 584 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 113 986.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 267-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG