Accessibility links

site logo site logo

თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი გახდება ჯენიფერ საკი


ჯენიფერ საკი. 2014 წლის ფოტო.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი გუნდის შესახებ გამოაცხადა. ყველა საკვანძო მნიშვნელობის პოსტს ქალები დაიკავებენ. გუნდს სათავეში ჩაუდგება კეიტ ბედინგფილდი, რომელიც ბაიდენის საარჩევნო შტაბში უძღვებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობებს.

ბაიდენი აპირებს, თეთრი სახლის პრესმდივნად დანიშნოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯენიფერ საკი. „პატივად მიმაჩნია, ვიმუშაო ჯო ბაიდენთან, რომელთანაც ვთანამშრომლობდი ობამა-ბაიდენიის ადმინისტრაციაში,“ დაწერა საკიმ ტვიტერში და აღნიშნა, რომ ახალ თანამდებობაზე შეეცდება, „აღადგინოს ამერიკელი ხალხის ნდობა“.

ჯენ საკი 2011-2013 წლებში მუშაობდა ბარაკ ობამას პრესმდივნად, შემდეგ კი ორი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. ის აქტიურად აკეთებდა კომენტარებს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ და რუსეთის სახელმწიფო მედიის წყრომას იმსახურებდა.

გასულ კვირაში ბაიდენმა გამოაცხადა თავის ადმინისტრაციაში საკვანძო დანიშვნებზე. საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი იქნებიან სტაჟიანი ოფიციალური პირები, რომლებიც ადრეც მუშაობდნენ ამ სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG