Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას დეზინფორმაციის გამავრცელებელი სახელმწიფო უწყებებისთვის


ევროკავშირის კომისია პირველად გამოვა წინადადებით, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც დეზინფორმაციას გაავრცელებენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ ნანახ დოკუმენტის პროექტში ვკითხულობთ, ეს ინიციატივა ნაწილია კამპანიისა, შეიქმნას უფრო მკაცრი სადამკვირვებლო მექანიზმი საინტერნეტო პლატფორმებისთვის.

დემოკრატიის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელსაც კომისია 2 დეკემბერს წარადგენს, ამბობს, რომ 27-წევრიანმა ბლოკმა "უფრო სისტემატურად უნდა გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული საშუალებები, რათა დაუპირისპირდეს უცხოეთის ჩარევას და გავლენის მოსახდენ ოპერაციებს, და ეს საშუალებები კიდევ უნდა განავითაროს, მათ შორის, დამნაშავეებზე საფასურის დაკისრებით". იქვე ვკითხულობთ: "ამის გაკეთების შესაძლო გზები მოიცავს ხშირად გამოყენებული მეთოდების ღიად იდენტიფიცირებას (რაც მათ გამოუსადეგარს გახდის), და სანქციების დაკისრებას განმეორებით ჩადენილი დანაშაულისთვის".

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო გამოდის ოფიციალური დოკუმენტით, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "გარკვეული მესამე ქვეყნები (განსაკუთრებით, რუსეთი და ჩინეთი) აწარმოებენ მიზანმიმართულ ოპერაციებს გავლენის მოსახდენად და COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ ევროკავშირში, მის სამეზობლოში და გლობალურად, რითიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ დებატებს, გაზარდონ სოციალური პოლარიზაცია და გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG