Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა


ქართველი კალათბურთელების ანგარიშზე ოთხ თამაშში მოპოვებული ოთხი გამარჯვებაა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ფინეთში დღეს გამართულ შეხვედრაში შვეიცარიის ნაკრებს მოუგო, ანგარიშით 91:84 და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

ქართველი კალათბურთელების ანგარიშზე ოთხ თამაშში მოპოვებული ოთხი გამარჯვებაა, რაც დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის ვადაზე ადრე მოსაპოვებლადაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს ამ მხრივ სანერვიულო შესარჩევი ციკლის დაწყებამდეც არ ჰქონდა. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები თბილისში უნდა გაიმართოს. მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს კი ფინალურ ეტაპზე თამაში წინასწარვე აქვს განაღდებული.

შვეიცარიასთან შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო თად მაკფადენი, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა.

ქართველ კალათბურთელებს ჯგუფში დარჩათ ორი საშინაო შეხვედრა - სერბეთთან და ფინეთთან. თამაშები 2021 წლის თებერვალში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG