Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Moderna აცხადებს, რომ 30 ნოემბერს მოითხოვს ვაქცინისთვის მწვანე შუქს ევროკავშირისგან და აშშ-სგან


აშშ-ის კომპენია Moderna ამბობს, რომ 30 ნოემბერს შეიტანს განაცხადს თავისი ვაქცინის სასწრაფო წესით დამტკიცებაზე აშშ-სა და ევროპაში, მას შემდეგ, რაც სრულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94,1 პროცენტია.

"გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინა შექმნის ახალ და ძლიერ იარაღს, რომელმაც შესაძლოა პანდემიის სურათი შეცვალოს და წაადგეს მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის პრევენციას" - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანცელი.

თუ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) დაადგენს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია, მისი ორი დოზიდან პირველი მილიონობით ამერიკელს უკვე მომავალი თვის შუა პერიოდში შეიძლება გაუკეთონ.

გასულ კვირაში ასეთივე ნებართვა ითხოვეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა, და მათი ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 10 დეკემბრიდან რამდენიმე დღეში დამტკიცდეს გამოსაყენებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG