Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში აქციაზე პენსიონერები დააკავეს


ბელარუსი აქტივისტები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა 30 ნოემბერს დააკავეს სულ მცირე 30 ადამიანი, მაშინ, როცა დაარბიეს პენსიონერების აქცია, რომელიც იმართებოდა ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

ერთი დღით ადრე, პოლიციამ განაცხადა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მინსკში მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციის დასაშლელად, და დააკავა ასობით დემონსტრანტი.

30 ნოემბერს მინსკში 1000-ზე მეტმა პენსიონერმა მოიყარა თავი, მათი თქმით "სიბრძნის მსვლელობის" ჩატარების მიზნით. დემონსტრანტები მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, მას შემდეგ, რაც მთავარი მარშრუტისკენ მათ პოლიციამ გადაუკეტა გზა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" აცხადებს, რომ 30 ნოემბერს დააკავეს სულ მცირე 12 ადამიანი.

ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება აქციები მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტიმის მესვეურებმა 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკას მიაკუთვნეს, მეექვსე ვადით. არჩევნების შედეგს არც აშშ და არც ევროკავშირი არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნებს თან მასშტაბური გაყალბება ახლდა.

ბელარუსის ოპოზიცია მოითხოვს ლუკაშენკას გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG