რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანის დაინფიცირება დაადასტურა. გუდაუთის ჰოსპიტალში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.
აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5970 შემთხვევა, მათგან 3845 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
დაწერეთ კომენტარი