Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შემთხვევების ზრდის მიუხედავად, თბილისში ინფიცირების მაჩვენებელმა მცირედით იკლო


გუშინდელთან შედარებით საქართველოში კორონავირუსი უფრო მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, მცირედით იკლო თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. თუკი გუშინ ქვეყანაში 3 216 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ეს რიცხვი 3 759-მდე გაიზარდა. თბილისში კი ინფიცირების მაჩვენებელი 1 622-დან 1 595-მდე შემცირდა.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • აჭარაში - 623;
  • იმერეთში - 392;
  • ქვემო ქართლში - 139;
  • შიდა ქართლში - 127;
  • გურიაში - 152;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 237;
  • კახეთში - 253;
  • მცხეთა-მთიანეთში - 126;
  • სამცხე-ჯავახეთში - 72;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 3 759 შემთხვევა წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 139 343 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3574-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 117 560.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 303-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG