Accessibility links

logo-print logo-print

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს შეზღუდვებს დაუწესებენ


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი (IPC) მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომების პროექტზე მუშაობენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მონაწილეებს, ასევე მოხალისეებს და სხვა მომსახურე პერსონალს კორონავირუსის შესაკავებლად ოლიმპიადის დღეებში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. სპორტული არენები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ განიავდება, ოლიმპიური სოფლის მცხოვრებლებს კი კაფეტერიებში კვებისთვის დროის ლიმიტი დაუწესდებათ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა ოლიმპიელებს მოუწოდა, ტოკიოში ყოფნისას უარი თქვან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე და თავისუფალი დრო ოლიმპიურ სოფელში გაატარონ, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი შეძლებისდაგვარად დროულად დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის ივლის-აგვისტოში გაიმართება, იქამდე კი შესაძლო შეზღუდვებს კიდევ არაერთი სხდომა მიეძღვნება. ოლიმპიადის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ტოშირო მუტოს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დროა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG