Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წუხელ კორონავირუსისგან ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი, 569 კაცი გარდაიცვალა


კოვიდჰოსპიტალი ვოლოგდაში
კოვიდჰოსპიტალი ვოლოგდაში

რუსეთის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანახმად, წუხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი გახდა მიზეზი 569 კაცის გარდაცვალებისა, რაც პანდემიის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) COVID-19-ის შედეგად 40 000 პაციენტზე მეტი გარდაიცვალა.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლება მალავს რეალურ სტატისტიკას და გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში სინამდვილეში გაცილებით დიდია.

რუსეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპაში მეხუთე ადგილზეა, კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

XS
SM
MD
LG