Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: ​გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა ​


ნიკა მელია
ნიკა მელია

პარტია „ლელო"-ს ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, ცნობილია ოპოზიციის გეგმა და შეფასება არჩევნების საკითხზე.

„ყველა პოზიციურმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა საარჩევნო დღეს და მანამდეც მომხდარი. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო დღეს არ ყალბდება. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა უბრალოდ, რომელიღაცა პარტიას და ბევრ პარტიას უნდა ასე და ამიტომ. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს - თავისუფალი არჩევნები და როცა თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ვერ ვიტყვით რომ არჩევნები ჩატარდა", - ამბობს ნიკა მელია.

ცნობილი არ არის, როდის გაიმართება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG