Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ისევ 4000-ს გადააჭარბა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1342-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით 4033 ადამიანის დაინფიცირება. დღემდე 4 ათასზე მეტი შემთხვევა იყო 22, 27, 28 და 29 ნოემბერს. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 143 376 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4061-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 121 621.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG