Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა ერთჯერად დახმარებაზე - მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია


ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ის მოქალეები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მუშაობენ, შეზღუდვების დასრულების შემდეგ თავის სამუშაო ადგილებს ჩვეულებრივ დაუბრუნდებიან. ნათია თურნავას განცხადებით, მანამდე კი ისინი 300- ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ კითხვაზე, საკმარისია თუ არა 300-ლარიანი დახმარება შემდეგი განმარტება გააკეთა:

„არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ არის ის რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია რომ გავწიოთ, ასევე შეგახსენეთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი შეზღუდვა, ის არის დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ, რომ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს და იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი რომ მალე გაგვხსენით, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა , რა თქმა უნდა აღგება , ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ უმუშავებენ ისინი ამბობენ, ვიმუშაობეთ- გაგვხსენით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამდენად, მისი სიტყვებით, შეზღუდვების გამო ეს ადამიანები სარგებლობენ 300 ლარით. მისი სიტყვებით ესმის რომ „300 ლარს 1000 ლარი ჯობია“, მაგრამ ეს არის თანხის ის ოდენობა, რისი გაღებაც დღეს შეუძლია მთავრობას.

დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, შესაძლებელია 28 დეკემბრის ჩათვლით. მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ამოწმებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა თვითდასაქმებულს 3 დღის ვადაში ჩაერიცხება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დააწესა. აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა.

ასევე ნახეთ: ცნობილია, რომელი თვითდასაქმებული და როგორ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG