Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი მზად არიან COVID-19 ვაქცინა გაიკეთონ მისი პოპულარიზაციისთვის


მარცხნიდან: ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. 2010 წლის ფოტო.
მარცხნიდან: ჯორჯ ბუში უმცროსი, ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი. 2010 წლის ფოტო.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი - მზად არიან მოხალისეობა გასწიონ და, როგორც კი COVID-19-ის ვაქცინა დაშვებულ იქნება აშშ-ში, კამერების წინ გაიკეთონ ის, რათა ხელი შეუწყონ სამედიცინო საშუალების მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებას.

აშშ-ის ყველაზე უკანასკნელი სამი ყოფილი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მძლავრი მესიჯი იქნება და ამგვარად ისინი ხელს შეუწყობენ მოსახლეობაში ვაქცინის აუცილებლობის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

როგორც CNN-ს განუცხადა ჯორჯ ბუშის შტაბის უფროსმა ფრედი ფორდმა, ყოფილი პრეზიდენტი დაუკავშირდა აშშ-ში ინფექციური დაავადებების წამყვან სპეციალისტს, დოქტორ ენტონი ფაუჩის და დახმარება შესთავაზა ვაქცინის პოპულარიზაციის საქმეში.

„ჯერ ვაქცინა უნდა უსაფრთხოდ იქნეს მიჩნეული და მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს გაუკეთდეს. ამის შემდეგ [ყოფილი] პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საკუთარი [ვაქცინაციისთვის] ჩადგება რიგში და სიამოვნებით გააკეთებს ამას კამერის წინ.“

ბილ კლინტონის პრესმდივანმა CNN-ს 2 დეკემბერს შეატყობინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საჯაროდ გაიკეთოს ვაქცინა მისი პოპულარიზაციისთვის.

როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, თუკი დოქტორი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ის მას უჯერებს.

„სრულიად ვენდობი ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ენტონი ფაუჩი, რომელსაც ვიცნობ, რომელთანაც მითანამშრომლია,“ თქვა ობამამ.

როგორც CNN იტყობინება, მან კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა და ცდილობს გაარკვიოს, ისიც ხომ არ იქნება თანახმა საჯაროდ გაიკეთოს COVID-19-ის ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG