Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინას „გეშავს“ მათ წინააღმდეგ


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, აცხადებს, რომ ნატო თავის საქმიანობაში აბამს საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც, ერთობლივ მანევრებსა და სწავლებებზე, „გეშავს“ მათ წინააღმდეგ.

რუსმა მოხელემ დასძინა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს სამხედრო აქტიურობით, რითაც ალიანსი არყევს რეგიონულ უსაფრთხოებას.

"მიმდინარეობს ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრაქტრუქტურის მოდერნიზება, მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება, სწავლებებზე მუშავდება სცენარები, რომლებიც გულისხმობს და ითვალისწინებს იერიშებს, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ბოლო სხდომაზე, 2 დეკემბერს, ალიანსმა „ფასეული პარტნიორები“ უწოდა საქართველოსა და უკრაინას, მხარი დაუჭირა მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებულ ვერსიას, რომელშიც ხაზგასმულია ერთობლივი ძალისხმევა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე ერთობლივი წვრთნების გამართვა შავი ზღვის რეგიონში.

XS
SM
MD
LG