Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქე ავსტრიაში ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი


იბრაგიმოვი სასამართლოზე ვენაში
იბრაგიმოვი სასამართლოზე ვენაში

რუსეთის 42 წლის მოქალაქე ამზადებდა ავსტრიაში ტერორისტული აქტის მოწყობას, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, რომელიც ეყრდნობა ავსტრიული გამოცემის, Heute-ს ცნობას.

გამოცემა იმოწმებს რიდ-იმ-ინკრაისის პროკურატურას. ცნობის თანახმად, რუსეთის ხსენებულ მოქალაქეს ტერაქტი უნდა მოეწყო 11 დეკემბერს, მალევე მას მერე, რაც ვადამდე ადრე გათავისუფლდებოდა კოლონიიდან, სადაც სასჯელს იხდიდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა გადაბირებისთვის.

2017 წლის ივლისში მიუსაჯა ვენის სასამართლომ მაგომედ იბრაგიმოვს შვიდი წლით პატიმრობა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის გამო. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რეგიონის მმართველის, რამზან კადიროვის დავალებით მოქმედებდა და რუსეთის უშიშროების სამსახურთან იყო შეკავშირებული.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, ის საქართველოში დააკავეს, როცა შეღწევას აპირებდა რუსეთში გადაბირებულ თანამებრძოლებთან ერთად, როცა, შეტაკების დროს, საქართველოს ხუთი სამხედრო დაიღუპა.

იბრაგიმოვი წელს საპატიმროდან ვადამდე უნდა გაეთავისუფლებინათ დეკემბერში. განთავისუფლებამდე მან თანასაკნელებს უამბო, რომ ტერაქტის მოწყობა სურდა, ამტკიცებს Heute.
გამოცემის თანახმად, ეს შეიძლებდა ყოფილიყო აფეთქება ქალაქ ზუბენში. საქმეს საკონსტიტუციო დაცვის და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური უწყება იძიებს.

პროკურატურას სურს, იბრაგიმოვის ვადამდელი გათავისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ან დააპატიმროს დეპორტაციამდე. Heute-ს ცნობით, მას ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG