Accessibility links

logo-print logo-print

"მოწევას თავი დაანებეთო" - ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის ოთხ პირობას ასახელებს


ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა ამავე პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნების შესახებ. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ჯაფარიძემ ოთხი პირობა გამოუგზავნა და მათზე დათანხმება მოსთხოვა.

„ოთხივეზე, ცხადია, ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო, რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც „პლანს“, არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ.

მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად, ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს, არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღეს, 4 დეკემბერს, შეკითხვაზე, თანაპარტიელებთან დააყენა თუ არა ულტიმატუმი, რომ სენსიტიურ თემებზე საჯარო კომენტარები არ უნდა გაეკეთებინათ, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა: „არ ვიცი, რამდენად არის ულტიმატუმი. მე მქონდა პირობები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. ამაზე მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან“.

4 დეკემბერს დილიდან მედიაში გავრცელდა დახურულ ჯგუფში ზურაბ ჯაფარიძის პოსტის შინაარსი. ამ პოსტში ის ამბობდა, რომ აღარ აპირებდა თავის თანაგუნდელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზურა ჯაფარიძის იმ განცხადებით, რომელიც პარტიაში აზრთა გაყოფას უკავშირდება, გაკვირვებულია. ხვიჩია აცხადებს, რომ ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა“ ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG