Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

stopcov.ge: 5 450 ახალი შემთხვევა, 37 გარდაცვლილი


საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი იქნა კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 158 154.

ბოლო 24 საათში გაარდაიცვალა 37 ადამიანი.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 1 462.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა - 129 210.

stopcov.ge-ის ინფორმაციით:

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 1325 პირი
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 6768 პირი
  • კოვიდსასტუმროში იმყოფება - 4067 პირი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 27 456 პაციენტიდან, 1 116 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, 395 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG