Accessibility links

logo-print logo-print

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ მხოლოდ სახელი, მათ - ყველაფერი დანარჩენი“


„მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგ რესურსი ამოწურულია. თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში, ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ, თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება“, - სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის სხვა ლიდერებს „გირჩის“ რესურსების გადანაწილებას და გაყოფას სთავაზობს და ამის შესახებ „ფეისბუკის“ დახურულ ჯგუფში წერს.

„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გირჩის ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი “გირჩი”, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებ-გვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი” შემდეგ მუქარა რომ “გავნადგურდებოდი”, შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა “სუსის კაცი” ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი „გირჩიდან“, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დავის გადასაჭრელად ჯგუფში კენჭისყრის მოწყობის ინიციატივით გამოდის:

„თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან, ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG