Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელახალი არჩევნები კვლავ რჩება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეკრებილი პარტიების მთავარი მოთხოვნა უცვლელია.

„გუშინ გასაგებად თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები, ჩვენ არ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას იმ პარლამენტს, რომლის შეკრება უნდა ივანიშვილს. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს მოქალაქეების ნება და დემოკრატიის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ წარმომადგენელი, ბადრი ჯაფარიძეც ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია:

„ეს შეხვედრაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოწვეულ იქნა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმ საკითხებზე, რაც გუშინ ჩვენს მოდერატორებს გადავეცით“.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ყველა პარტია თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს.

„არავინ არავის გავლენის ქვეშ არ არის. ყველა მოქმედებს თავისი შეხედულების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ ვინმე მეტ-ნაკლებად დიდმა პარტიამ პატარა პარტიას აიძულოს რაიმე პოზიციის შეცვლა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG