Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა სარჩელი შეიტანა ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მოთხოვნით


დონალდ ტრამპი თეთრ სახლში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სარჩელი შეიტანა ჯორჯიაში მოთხოვნით, ძალადაკარგულად ცნონ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ შტატში.

სასამართლოში სარჩელი შეტანა მოხდა ერთი დღით ადრე, სანამ ტრამპი იქ შეხვედრას გამართავდეს. 5 დეკემბერს ტრამპი ჯორჯიაში ჩადის შეხვედრაზე, რათა, როგორც რესპუბლიკური პარტია იმედოვნებს, ამომრჩევლებს მოუწოდოს, მხარი დაუჭირონ სენატორებს, კელი ლეფლერის და დევიდ პედიუს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ამ შტატში იანვარში უნდა გაიმართოს და არ ჰქონდეს ყურადღება მიპყრობილი საკუთარ საჩივრებზე.

4 დეკემბერს გვიან შეტანილი საჩივარი განცხადებების სერიაში ბოლო მცდელობაა, რომელითაც ტრამპი ცდილობს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შეცვლას.

თითქმის ყველა სარჩელი, რომელიც ტრამპმა კენჭისყრის შედეგების შეცვლის მიზნით შეიტანა, უარყოფილ იქნა, რადგან არ ახლდა მტკიცებულება გაყალბების შესახებ. ჯორჯიის შტატის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არჩევნებზე უკვე დაადასტურეს ამ შტატში კენჭისყრის შედეგები და გამოაცხადეს, რომ იქ ბაიდენმა ტრამპს 12 ათასზე ოდნავ მეტი ხმით მოუგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG