Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერი იტყობინება, რომ მოხდა შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ პრინციპით, „ყველა ყველაზე“


ნიკორლ ფაშინიანი, 5 დეკემბერი, 2020 წელი
ნიკორლ ფაშინიანი, 5 დეკემბერი, 2020 წელი

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გამო ომში დაპირისპირებულ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა შეთანხმება, რომ სამხედრო ტყვეები გაცვალონ პრინციპით - „ყველა ყველაში“.

ამის თაობაზე ერისადმი მიმართვაში გამოაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

წინა დღით გახდა ცნობილი, რომ მხარეებმა სიები წარუდგინეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას.

ფაშინიანის თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ ომის დროს დატყვევებულებს, არამედ მათაც, ვინც ომამდე დაიჭირეს. გამოსვლაში ფაშინიანს არ უხსენებია თავისი გადადგომის თემა, რასაც დაჟინების მოითხოვს სომხეთის ოპოზიცია.

საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის და მისი მიმდებარე არეალებისთვის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო სექტემბრის ბოლოს. ეს ტერიტორია 1990-იან წლებში დაიკავეს ეთნიკური სომხების სეპარატისტულმა ძალებმა ერევნის დახმარებით.

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებნენ კონფლიქტის განახლებაში. რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ, 9 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით მხარეები დაზავდნენ. რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ჯარი. აზერბაიჯანი კონტროლს აწესებს ომის დროს დაკავებული პოზიციების მიმდებარე არეალებზე, ასევე აზერბაიჯანის სამ რაიონზე, რომლებიც ადრე სომხურ ძალებს ეკავათ. სომხეთი გარანტიას იძლევა, რომ აზერბაიჯანს ექნება სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საშუალება, რაც მას ნახიჭევანთან დააკავშირებს, ხოლო სომხეთი მიიღებს ყარაბაღთან შემაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს.

ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები იმართება და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას. 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა თავისი კანდიდატი, 1990-1991 წლებში სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ვაზგენ მანუკიანი.

XS
SM
MD
LG