Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლო კიდევ ერთხელ განიხილავს სამი სიკვდილმისჯილი დემონსტრანტის საქმეს  


ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ თამჯიდი
ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ თამჯიდი

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ კვლავ განიხილავენ სამი ახალგაზრდა კაცის საქმეს, რომლებსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 2019 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციებთან კავშირის გამო.

„საქმეს განიხილავს სხვა ტრიბუნალი“, გამოაცხადა სასამართლომ 5 დეკემბერს, დეტალების განმარტების გარეშე.

მათი ადვოკატების სიტყვებით, სამი პირი გაასამართლეს 2020 წელს და დამნაშავედ ცნეს „შეთქმულებისთვის“, რომლის მიზანი იყო „სახელმწიფო უშიშროებისთვის ზიანის მიყენება“, აგრეთვე „სახელმწიფო საკუთრების განადგურება და მისთვის ცეცხლის გაჩენა, რათა წინ აღდგომოდნენ ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ სისტემას“.

ივლისში ირანის იურიდიულმა ორგანოებმა საზოგადოებრივი რისხვის და დაგმობის ფონზე შეაჩერეს სამი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა.

20 წლის სამი ახალგაზრდა, ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ თამჯიდი დააკავეს საპროტესტო გამოსვლების დროს, რომლებიც მიმართული იყო ბენზინის გაძვირების წინააღმდეგ და გადაიზარდა პოლიტიკურ დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები ოფიციალური პირების გადადგომას მოითხოვდნენ.

უფლებადამცველები თვლიან, რომ სამი პირისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზანი სხვა დემონსტრანტების დაშინება იყო.

უფლებადამცავი ორგანიზაციები თვლიან, რომ სულ მცირე, 300 დემონსტრანტი იქნა მოკლული და 7000 დაკავებული საპროტესტო გამოსვლების დროს, რომლებიც ირანის ასამდე ქალაქში გაიმართა. ისინი ირანის ხელისუფლებას გამოსვლების სასტიკად ჩახშობაში სდებენ ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG