Accessibility links

logo-print logo-print

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ბოლო - მერვე ადგილი დაიკავეს


საქართველოს სარაგბო ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“, მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ფიჯის ნაკრებთან, ანგარიშით 24:38. ბორჯღალოსნებმა სამი ლელო გაიტანეს. აქედან ორჯერ თავი ბექა საღინაძემ გამოიჩინა, ერთხელ - გიორგი მელიქიძემ. თედო აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და, გარდა ამისა, ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიითვალა.

ფიჯის ნაკრებთან შეხვედრამდე, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე წააგო - ინგლისთან (0:40), უელსსა (0:18) და ირლანდიასთან (10:23).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG