Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: „განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“


„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, - ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფეისბუკის თავის გვერდზე.

მისივე თქმით, სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, ოპოზიციასთან დიალოგი და შეთანხმება შესაძლებელია.

„თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG