Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოპინგის საწინააღმდეგო კანონს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა დოპინგის საწინააღმდეგო „როდჩენკოვის აქტს“, კანონს, რომელიც ითვალისწინებს თავისი ქვეყნის სპორტსმენების მონაწილეობით საერთაშორისო შეჯიბრებზე აშშ-ის მხრიდან დოპინგის გამოყენების საქმესთან დაკავშირებული ყველა პირის დევნას და ვრცელდება აშშ-ის გარეთ ჩადენილ დარღვევებზეც.

ამ კანონს დამრღვევს ემუქრება ათწლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ფულადი ჯარიმა. თუ დანაშაულს ჯგუფი ჩაიდენს, ჯარიმა მილიონ დოლარს უტოლდება.

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) კრიტიკა გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიმართ. WADA თვლის, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის დოპინგის მხრივ დარღვევებთან ბრძოლის არსებულ სისტემას.

რუსეთის სპორტის მინიმსტრმა, ოლეგ მატიცინმა ტელეარხ „მატჩ სტრანას“ უთხრა, რომ აშშ-ის ახალი კანონით იქმნება ვითარება, როცა „ერთი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას განსაჯოს“. მინისტრმა 5 დეკემბერს ასევე თქვა, რომ რუსეთმა უნდა მოიფიქროს, „როგორ შეამციროს რუსეთის სპორტსმენებისთვის შექმნილი რისკი“.

აშშ-ის კანონს ასე ეწოდა გრიგორი როდჩენკოვის, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის გამო. როდჩენკოვმა გაიტანა და გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სპორტში დოპინგისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ საერთაშორისო ასპარეზობებზე, მათ შორის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე, 2014 წელს.

WADA-მ ჩაატარა გამოძიება, გამოვლინდა დარღვევების ფაქტები სოჭის ოლიმპიადაზე, რუს სპორტსმენებს ჩამოართვეს მედლები, მოხდა მათი დისკვალიფიკაცია. 2016 წლის რიოს და 2018 წელს, ფხენიანის ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს ნაწილობრივ აუკრძალეს მონაწილეობა.

მოსკოვი უარყოფდა დოპინგის სკანდალთან კავშირს. როდჩენკოვმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის გამო შიშობდა, დატოვა რუსეთი. ის რუსეთის პრროკურატურამ დაადანაშაულა და სკანდალის პასუხისმგებლობა დააკისრა.

ბოლო ცნობებით, ის ცხოვრობს აშშ-ში და მონაწილეობს მოწმეების დაცვის ფედერალურ პროგრამაში. მან რამდენიმე თვის წინ ბი-ბი-სი-ს განუცხადა, რომ ფალსიფიცირების მასშტაბები რუსეთის სპორტში იზრდება და ამიტომ, მისი თქმით, საერთაშორისო შეჯიბრებზე რუსეთის ადგილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG