Accessibility links

site logo site logo

საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ის 4321 ახალი შემთხვევა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4321 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 5450 იყო. სამთავრობო პორტალზე - Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, გარდაიცვალა 42 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4301-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი. გამოჯანმრთელებულთა საერთო მაჩვენებელი 133511-ს შეადგენს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება სულ 1282 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს - 6897 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG