Accessibility links

site logo site logo

პარლამენტთან დაკავებული ოთხივე აქტივისტი გათავისუფლებულია - სასამართლო სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება


15 დეკემბრისთვის გადაიდო პარლამენტის შენობასთან 5 დეკემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დაკავებულთა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

„ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლო გონივრული ვადით გადადებულიყო იმ საფუძვლით, რომ გავცნობოდით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შს სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეოფირები, სადაც, მათი თქმით, წარმოდგენილია სამართალდარღვევები. ჩვენ გვჭირდება დრო ამ მასალების გასაცნობად და. მოსამართლემ მოგვცა დრო, რომ სრულფასოვნად გავეცნოთ მტკიცებულებებს“, - განაცხადა 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ამ დროისთვის ოთხივე დაკავებული პირი გათავისუფლებულია. მათ შორის არის ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში. ის არ აღიარებს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას და ამბობს, რომ „მონა“ სალანძღავი სიტყვა არ არის.

„მედავებიან პოლიციის მიმართ გამოვლენილ შეურაცხყოფას, თუმცა, ცხადია, - არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ფრაზა - „მონა“ არ არის შეურაცხმყოფელი, ჯდება სიტყვისა და გამოხატვის ფარგლებში და ეს არის შეფასებითი ნაწილი. ამიტომ ჩემი დაკავება იყო სრულიად უკანონო“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

5 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქტივისტები დროებით რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ 4 პირი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG