Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევიდან 1 729 თბილისიდანაა


ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევებიდან კვლავ თბილისიდან და იმერეთიდანაა.

შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • აჭარაში - 339;
  • იმერეთში - 673;
  • ქვემო ქართლში - 419;
  • შიდა ქართლში - 354;
  • გურიაში - 126;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 388;
  • კახეთში - 384;
  • მცხეთა-მთიანეთში - 109;
  • სამცხე-ჯავახეთში - 111;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 169 649 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 893-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 141 392.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 576-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG